კამერა
ბინები 360
სიახლეები

მოსკოვის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა

29-05-2018, 16:24

2018 წლის 30-31 მარტს, ქ.მოსკოვში უძრავი ქონების დახურული გამოფენა "Moscow Overseas Property Show" გაიმართა. მასში სხვადასხვა ქვეყნის 10 კომპანია იყო წარმოდგენილი , რომელთა შორის იყო საინვესტიციო კომპანია "რეკან გრუპ ჯორჯია", თავისი მიმდინარე პროექტით "Batumi View", რომლის მშენებლობაც ბათუმის ულამაზეს ახალ ბულვარში, ზღვის სანაპიროზე მიმდინარეობს. გამოფენის ბიზნეს პროგრამის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები , ადგილობრივი უძრავი ქონების სააგენტოების ხელმძღვანელები და დეველოპერები მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ და რუსეთში ეკონომიკური სიტუაციის საკითხები, ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზრის განვითარების პერსპექტივები და უცხოური დეველოპერებისთვის და უძრავი ქონების სააგნეტოებისთვის რუსეთის ბაზარზე გასვლის მიმზიდველობა განიხილეს.

Facebook - კომენტარები