Array
ზარის შეკვეთა

დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა

23-05-2018, 11:56

2018 წლის 09-11 აპრილს ქ.დუბაიში გაიმართა უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა რომელიც რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება, სადაც თავს იყრიან უძრავი ქონების დარგში გავლენიანი კომპანიების ხელმძღვანელები, წამყვანი არქიტექტორები, დიზაინერები და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები. გამოფენის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა არაერთ მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან გამართეს შეხვედრა, უცხოელ ინვესტორებს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და მიმდინარე პროექტი გააცნეს. გამოფენის ფარგლებში ასევე ჩატარდა სარეკლამო და საინფორმაციო ტურები , შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვიცე-მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სამინისტროს დელეგაცია.

Facebook - კომენტარები





ზარის შეკვეთა