საქართველოში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. უძრავი ქონების რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი სამუშაო დღის ვადაში. ამისათვის საჭიროა წარმოადგინოთ სამგზავრო პასპორტი , რეგისტრაციის ღირებულება დამოკიდებულია ვადაზე. უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფორმით საქართველოს საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე :
https://napr.gov.ge/
ვადა და ტარიფი: 4 სამუშაო დღეში 50 ლარი, 1 სამუშაო დღეში 150 ლარი, იმავე დღეს 200 ლარი. ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.