კამერა
ბინები 360
სიახლეები

BATUMI BUILD 2017

10-01-2018, 22:31

8-10 დეკემბერს სასტუმრო "შერატონში" სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-7 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა "BATUMI BUILD 2017" გაიმართა. საზეიმო გახსნას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე დაესწრო. აღნიშნულ გამოფენაზე წელს 7 ქვეყნის 80-მდე კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის იყო საინვესტიციო კომპანია შ.პ.ს "რეკან გრუპ ჯორჯია", რომელმაც ღონისძიებაზე მიმდინარე პროექტი "Batumi View" წარმოადგინა. ჩვენი კომპანიის გაყიდვების ჯგუფის წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში გამართულ კონფერენციებსა და სემინარებში მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

Facebook - კომენტარები